ნახშირბადიანი ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნახშირბადიანი ფოლადი – არალეგირებული ფოლადი, რომელშიც ნახშირბადის შემცველობა 0,04-2%-ია და მუდმივი მინარევები – მანგანუმი, კაჟი, გოგირდი და ფოსფორი არ აღემატება 1%-ს. ნახშირბადის პროცენტული შემცველობის მიხედვით ნახშირბადიანი ფოლადები არის: დაბალნახშირბადიანი (0,25%-მდე), საშუალონახშირბადიანი (0,25-0,6%) და მაღალნახშირბადიანი (>0,6%).