მუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუტა(რომ.) ნიმფა იტალიურ მითოსში. როდესაც ნიმფა იუტურნა შეიყვარა იუპიტერმა, მისმა ენაჭარტალა დამ, ლარამ, ეს ამბავი ამცნო იუნოს. განრისხებულმა იუპიტერმა ლარას მეტყველების უნარი წაართვა. სწორედ მას შემდეგ შეერქვა ლარას მუტა ანუ მუნჯი. მოგვიანებით მუტა მერკურიუსის საყვარელი გახდა და მისგან ტყუპი ძე გააჩინა. მუტას ხშირად აიგივებდნენ მდუმარების რომაულ ქალღმერთ ტაკიტასთან.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები