მური (ისტორიული ადგილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მური – ისტორიული ადგილი ცაგერის მახლობლად მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას, ლეჩხუმი მე-19 საუკუნის დასაწყისში მურის მაზრადაც იწოდებოდა. სახელდებით მური ცაგერსა და ჩხუტელს შუა მდებარეობს სვანეთის საზღვარზე.

მურში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიძველეა. აქაა პოეზიაში ცნობილი სამი ციხე: „ჰკა მაგას“, „მაგრად დახვდი“, „არ გაუშვა“. იქვეა მაქსიმე აღმსარებლის, სახელობის ძველი ნაეკლესიარი, რომლის გათხრები 1914 წლის ივლისში მიმდინარეობდა ნ. მარის ხელმძღვანელობით, მაგრამ არ დასრულებულა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ VII ს დიდი ფილოსოფოსი და საეკლესიო მოღვაწე, რომლის გვერდით გამოხატულია შოთა რუსთაველი ჯვრის მონასტერში (პალესტინა), მაქსიმე აღმსარებელი მურს არის დაკრძალული. ბერძნული წყაროებით ირკვევა რომ ბიზანტიიდან გამოდევნილმა ფილოსოფოსმა ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი თაკვერ-ლეჩხუმში (დეხვირი, მური) გაატარა და იქვე აღესრულა. მურს დადიანების სასახლეც შემორჩა რევოლუციამდე აქაურ სიძველეებზე, გადმოცემები ჯეროვნად შესწავლილი არაა. იმართებოდა დღესასწაული „მურობა“.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ვახუშტი, საქ. სამეფოს აღწერა, 1941;
  • ს. ყაუხჩიშვილი, გეორგიკა,IV, 1941;
  • კ. კეკელიძე, ეტიუდები, III, 1955;
  • მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971,

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები