მრავალლულიანი რეაქტიული ნაღმსატყორცნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალლულიანი რეაქტიული ნაღმსატყორცნი (გერ. raketensalvenverfer) – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამშვები დანადგარის გერმანული სახელწოდება, რომელიც II მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. პირველად მისი დანიშნულება იყო ქიმიური საბრძოლო მასალებით სროლა, მაგრამ ომის დროს გამოიყენებოდა ფუგასური, მსხვრევადი, ცეცხლგამჩენი და საკვამლე ტურბორეაქტიული ჭურვები.

ყველაზე ცნობილი მრავალლულიანი რეაქტიული ნაღმსატყორცნი არის ექვსლულიანი ბუქსირებადი და ათლულიანი თვითმავალი (კალიბრი 158,5 მმ, ჭურვის მასა 34,15 კგ, სროლის მანძილი 6,7 კმ) , ხუთლულიანი ბუქსირებადი (210 მმ, 111 კგ, 7,8 კმ), ექვსლულიანი ბუქსირებადი (300 მმ, 127 კგ, 4,5 კმ).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები