მირიან III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირიან მეფე და ნანა დედოფალი

მირიან III – ქართლის (ბერიის) უკანასკნელი წარმართი და პირველი ქრისტიანი მეფე (IV საუკუნის I ნახევარი), „ქართლის ცხოვრების” გადმოცემით სპარსეთის მეფის ძე, მოწვეული ერისთავთა მიერ ასფაგურის ასულის აბეშურას ქმრად. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად ქართლის მეფის ძე იყო. მირიან III-ის წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ორივე წყარო ქართლის მოქცევაში გადამწყვეტ როლს მას აკისრებს.

თხუთმეტი წლის მირიანს მოუკვდა აბეშურა და მოიყვანა საბერძნეთის მეფის პონტოელი მხედართმთავრის ასული ნანა, რომლისგანაც ორი ძე შეეძინა: რევ და ბაქარი. ბაქარი მძევლად წაიყვანა საბერძნეთის მეფემ, რევს კი ცოლად შერთო სომხეთის მეფის – თრდატის ასული სალომე, რომელიც დედით ქართველი იყო. მირიანმა რევს სამეფოდ მისცა უჯარმა და სალომეც ამის შემდეგ „სალომე უჯარმელად“ მოიხსენიება.

მირიან III-ის საქმიანობაში კარგად ჩანს იმდროინდელ საერთაშორისო მოვლენებში წვდომის უნარი, ბევრი ლეგენდარული ამბების გვერდით, გამოკვეთილად გამოიყურება რეალურ პროცესებთან მისი დამოკიდებულება. რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის რელიგიური პოლიტიკის წყალობით, დამთავრდა ქრისტიანობის დევნის ეპოქა. ნიკეის საეკლესიო კრებამ (325) დაასრულა ახალ რელიგიაზე გადასვლა. გაძლიერდა სპარსეთიდან ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების საშიშროებაც. ქართული პანთეონი ორმხრივ დარტყმას განიცდიდა. მირიან III-მ დასავლური ორიენტაციის გზა აირჩია და 337 ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.


იხილე აგრეთვე

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები