თხოთის მთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თხოთის მთა თოხათის მთა, - მთა საქართველოში, მდებარეობს სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, ჰყოფს მდინარე მტკვრის ხეობას და მუხრანის დაბლობს; მისი აღმოსავლეთი კალთები მდინარე ქსნისაკენ ეშვება.

ისტორიული წყაროების თანახმად ქართლის მეფე მირიანი მუხრანის მიდამოებში ნადირობდა. თხოთის მთაზე რომ ფეხი შედგა, „დაბნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი… დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული“. იგი ამაოდ შესთხოვდა შველას თავის ღმერთებს, მაშინ მეფე შეჰვედრებია „ღმერთსა ნინოსა“. მოხდა „სასწაული“ – მზე გამოჩნდა, ცა მოიწმინდა. მირიანმა აღუთქვა ნინოს: „რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი, ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომელითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდის საქმე ესე სასწაული უკუნისამდე“. ნინოს ბრძანებით თხოთის მთაზე (ისე როგორც უჯარმასა და მცხეთაში) აღმართეს ხის ჯვარი.

თხოთის მთის წვერზე, უკვე ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში აღუმართიათ ნინოწმინდის ეკლესია.

იხილე აგრეთვე

თხოთის წმინდა ნინოს ეკლესია

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები