მინდა ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინდა ციხე

მინდა ციხე – (ინგლ. Minda Castle) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XII-XIII საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონისა და ლუხუნის შესართავთან, ლუხუნის მარცხენა ნაპირზე, სოფელ წესის ტერიტორიაზე.

XIII-XIV სს-ში მინდა ციხე სამეფო ხელისუფლებას ეკუთვნოდა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565 წწ.) ის რაჭის ერისთავს გადასცა. 1769 წ. რაჭის ერისთავის დასჯის შემდეგ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა (1752-1784 წწ.) მინდა ციხე თავის საკუთრებად გამოაცხადა. იმერეთის მეფე სოლომონ II-მ (1789-1810 წწ.) ციხე ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს სოლომონ ლიონიძეს (1754-1811 წწ.) გადასცა, ხოლო იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ის რუსეთის ხელისუფლებამ როსტომ ერისთავის შთამომავლებს დაუბრუნა.

იგი რაჭის საერისთავოს მნიშვნელოვანი ციხე იყო. მასზე გადიოდა ონიდან ქვემო რაჭაში და ქვემო სვანეთიდან რაჭაში მიმავალი გზები. შემორჩენილია გალავანი და სამი კოშკი, რომელთაგან დასავლეთისა ცილინდრულია, ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთისა – ოთხ-კუთხა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ციხის აღმოსავლეთით ადრე შუა საუკუნეების მცირე ზომის დაზიანებული ეკლესიაა. ლეგენდის თანახმად, მინდა ციხე თამარ მეფის სურვილით აუგიათ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები