მთავარი ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთავარი ძალები - გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის) ძირითადი ძალების და საშუალებების დაჯგუფება, რომელიც განკუთვნილია ოპერაციაში (ბრძოლაში) მთავარი ამოცანების შესასრულებლად. ჩვეულებრივ, მთავარი ძალები შეიცავენ საშტატო, მიკუთვნებული და მხარდამჭერი ძალების და საშუალებების დიდ ნაწილს.
თავდაცვაში მთავარი ძალები საბრძოლო მოქმედებას აწარმოებენ ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის მიმართულებაზე. შეტევაში (კონტრშეტევაში) მოქმედებენ მთავარი დარტყმის მიმართულებაზე. მარშზე მმთავარი ძალები მიჰყვებიან სალაშქრო დაცვას მარშრუტებზე, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ, დროზე ჩავიდნენ დანიშნულ რაიონებში, დროულად და ორგანიზებულად ჩაებან ბატალიაში (ბრძოლაში).