მარშრუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარშრუტი (მარში და ფრანგული route – გზა)ჯარების (ძალების), ავიაციისა და სატრანსპორტო საშუალებების დადგენილი გადაადგილების გზა.

მარშრუტი აისახება რუკაზე (სქემაზე) ძირითადი პუნქტების მითითებით, რომლებზეც იგი გადის ან აზიმუტების აღნიშვნით. როგორც წესი, მარშრუტი არ უნდა გადიოდეს დიდ დასახლებულ პუნქტებზე, გზების კვანძებზე, ვიწროებზე, რკინიგზის სადგურების, პორტების მახლობლად და ა.შ.

ავიაციაში მისი შერჩევა ხდება ობიექტების მისაწვდომობის, ორიენტირების, ფრენის უსაფრთხოების და ფარულობის, დარტყმის მოულოდნელობის, მიზანზე გასვლის და მიზნიდან წამოსვლის სიზუსტის გათვალისწინებით. სამხედრო-საზღვაო ძალებში ხომალდების (გემების) ზღვით გადასვლის მარშრუტს ირჩევენ საბრძოლო მოქმედებების თეატრში ოპერატიული ვითარების, სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული და ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით და დანიშნულ რაიონში (პუნქტში) დროული მისვლის ვარაუდით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები