მეტალკერამიკული მასალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეტალკერამიკული მასალა − მასალა, მიღებული ფხვნილისა და არამეტალური დანამატებისგან (გრაფიტი, ლითონის ჟანგეულები, აზბესტი და სხვ.) ფხვნილოვანი მეტალურგიის მეთოდებით. გამოიყენება საჭრელი ინსტრუმენტების, საკისრების, მაგნიტების, ფილტრების, ელექტროკონტაქტების, მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე დეტალებისა და სხვ. დასამზადებლად.