ჟანგეულები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟანგეულები – ქიმიური ელემენტების ნაერთი ჟანგბადთან. ქიმიური თვისებების მიხედვით ჟანგეულები იყოფა მარილწარმომქმნელ და მარილ არწარმომქმნელებად. მარილწარმომქნელი ჟანგეულები იყოფა ფუძე, მჟავა და ამფოტერულებად (მათი ჰიდროოქსიდები, შესაბამისად, არიან ფუძეები, მჟავები ან ავლენენ ამფოტერულობას). მრავალი ჟანგეული გვხვდება ბუნებაში; ასეთებია წყალი H2O, ნახშირორჟანგი CO2, კაჟმიწა SiO2 – მთის ქანების მთავარი შემადგენელი ნაწილი და სხვ. ჟანგეულები (რკინის, ალუმინის და ა.შ.) შესაბამისი ლითონების მიღების ძირითადი წყაროა. ჟანგეულები ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში, მაგ., ჩაუმქრალი კირი CaO – სამშენებლო საქმეში; NO2, SO2 – აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას წარმოებაში და სხვ. საერთაშორისო ქიმიური ნომენკლატურის მიხედვით ჟანგეულებს ეწოდებათ ოქსიდები.