მერსიე ლუი სებასტიენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი სებასტიენ მერსიე

ლუი სებასტიენ მერსიე − (ფრანგ. Louis-Sebastien Mercier, 1740-1814), ფრანგი მწერალი, დრამატურგი. დაწერილი აქვს 30-ზე მეტი პიესა, მათ შორის მნიშვნელობით გამოირჩევა: „დეზერტირი“, „უქონელი“, „მოსამართლე“, „მეძმარეს ურიკა“, „პროვინციელი აზნაური“. ეს პიესები გამსჭვალულია ანტიფეოდალური პათოსით. მათში მორალური პრობლემები არ არის გამოყოფილი სოციალურისა და პოლიტიკურისაგან. მან შექმნა ისტორიული დრამებიც: „სიკვდილი ლიუდოვიკო XI-სა, საფრანგეთის მეფისა“, „პორტრეტი ფილიპე II-სი, ესპანეთის მეფისა“ (და სხვ.). მან შექმნა მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომი: „თეატრის შესახებ, ანუ ახალი გამოცდილება დრამატულ ხელოვნებაში“. მისმა დრამატურგიამ იქონია ზეგავლენა „ქარიშხლისა და შეტევის“ წარმომადგენლებზე, ფრანგ რომანტიკოსებზე.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები