მერომორფული ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერომორფული ფუნქცია – ფუნქცია, რომელიც წარმოიდგინება, როგორც ორი მთელი ფუნქციის განაყოფი, ე. ი. ორი ყველგან კრებადი ხარისხოვანი მწკრივის განაყოფი. მერომორფული ფუნქციებია რაციონალური, ტრიგონომეტრიული, ელიფსური ფუნქციები, გამა-ფუნქცია, ძეტა-ფუნქცია და ა.შ.