რაციონალური ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაციონალური ფუნქცია — ფუნქცია, რომელიც წარმოადგენს მთელ რაციონალურ ფუნქციას ან წილად-რაციონალურ ფუნქციას. იგი გამოისახება შემდეგნაირად:
სადაც a0, a1,…,an და b0,b1,…,bm (a0≠0, b0≠0) მუდმივებია, ხოლო m და n - არაუარყოფითი მთელი რიცხვები. რაციონალური ფუნქცია ორი მრავალწევრის შეფარდებაა.
რაციონალური ფუნქცია განსაზღვრულია x-ის ყველა მნიშვნელობისათვის, გარდა იმ მნიშვნელობებისა, რომლებისთვისაც მნიშვნელი Q(x) გადაიქცევა ნულად.
თუ m=0, მაშინ რაციონალურ ფუნქციას ეწოდება მთელი რაციონალური ფუნქცია, ანუ მრავალწევრი. თუ m=n=1, მაშინ რაციონალურ ფუნქციას ეწოდება წილად-წრფივი რაციონალური ფუნქცია და ასეთი სახე აქვს:
- y = (ax + b) / (cx + d) .