მეორეული დამაზიანებელი ფაქტორები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეორეული დამაზიანებელი ფაქტორები – მოვლენები და პროცესები, რომლებიც წარმოიშობა მოწინააღმდეგის მიერ ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა იარაღის გამოყენების შედეგად, როგორც ძირითადი (პირველადი) ფაქტორების ხალხზე, ობიექტებზე და გარემოზე ზემოქმედების შედეგი. მათ განეკუთვნება ადგილმდებარეობის, იარაღის და სამხედრო ტექნიკის, მატერიალური საშუალებების მარაგის, კვების პროდუქტების და წყლის წყაროების რადიოაქტიური, ქიმიური, ბიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) დასნებოვნება, ასევე გეოფიზიკური რხევები დედამიწის ზედაპირზე, ზღვის და ოკეანის ფსკერზე. ყველაზე საშიში და ხანგძლივმოქმედი მეორეული დამაზიანებელი ფაქტორები შეიძლება წარმოიქმნას ატომური ელექტროსადგურის, ქიმიური, ნავთობ-ქიმიური, გაზის, სათბობი და მრეწველობის სხვა სახის ობიექტების ნგრევის შედეგად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები