მატათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მატათია - (იუდეის აჯანყების ბელადი ძვ.წ. 170-166) – ღვთისმახური ხასმონეების (მაკაბელების) გვარიდან. ძვ.წ. 167 წელს იუდეის აჯანყების ინიციატორი და იუდეველთა მეთაური სელევკიდების სირიის იმპერიის მეფის, ანტიოქე IV ეპიფანეს წინააღმდეგ ბრძოლაში. მატათია წარმოშობით იერუსალიმიდან იყო, მაგრამ მოდიიმში ცხოვრობდა. მას ხუთი ვაჟი ჰყავდა: იოხანანი (ქადეში), სიმონი (თაზი), იუდა მაკაბელი, ელიაზარ-აბარანი და იონათანი (აპფუსი).

იოსებ ფლავიუსის და მაკაბელთა I წიგნის მიხედვით მატათიას ქალაქში, მოდიიმში მივიდნენ სირიელი წარჩინებულები აპელესის მეთაურობით და მატათიას, როგორც ყველაზე გავლენიან კაცს, მოსთხოვეს, რომ კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. მატათიამ მკაცრი უარით უპასუხა მათ. ამ დროს ერთმა ებრაელმა სცადა კერპისთვის მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ ის მატათიამ მოკლა, შემდეგ კი ხალხს მოუწოდა დამპყრობლების თავნებობის აღსაკვეთად ბრძოლა.

მატათია და მისი ვაჟები იუდეის უდაბნოში გაიქცნენ და პარტიზანული ომი წამოიწყეს. მათ მოახერხეს ხასიდების (იუდეველი რელიგიური ფანატიკოსები) გადაბირება აქტიური მოქმედებების საწარმოებლად სირიელების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ათასამდე აჯანყებული მტერმა შაბათ დღეს (შაბათს ებრაელებს საქმის კეთების და ბრძოლის უფლება არ ჰქონდათ) მოსრა, ბრძოლა არ შეწყვეტილა. მატათიამ შაბათ დღეს ებრაელებს ბრძოლის უფლება მისცა, რათა იგივე არ განმეორებულიყო. იუდეველებმა ჩამოაყალიბეს პატარა, მაგრამ მამაცი მეომრებით შევსებული ჯარი მატათიას მეთაურობით და შეუტიეს სირიელთა გარნიზონებს პალესტინაში. ხასმონეებმა (მაკაბელებმა) ისეთი გავლენა შეიძინეს ხალხში, რომ მატათიამ მრჩევლად თავისი ვაჟი, სიმონი დანიშნა, ხოლო მთავარსარდლად იუდა მაკაბელი, მატათიას უმცროსი ვაჟი, იონათანი იერუსალიმის ტაძრის მთავარ ღვთისმსახურად დაინიშნა, ხოლო სიმონის შთამომავლები შემდეგ ხასმონეების დინასტიის მეფეებად იქცნენ.

წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები