მართლმსაჯულება შეიარაღებულ ძალებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მართლმსაჯულება შეიარაღებულ ძალებშისახელმწიფო საქმიანობის ფორმა, სამხედრო სასამართლოების კომპეტენციაში შემავალი სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების აღნიშნულ სასამართლოებში განხილვა-გადაწყვეტილებისათვის. მოწოდებულია, იცავდეს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ებრძოდეს სახელმწიფოს უსაფრთხოების, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნის ყოველგვარ ხელყოფას.

ჩვეულებრივ, მართლმსაჯულება შეიარაღებულ ძალებში ხორციელდება ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე, ყველა სასამართლოსთვის ერთიანი კანონმდებლობის შესაბამისად და ემყარება უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები