მანიერიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანიერიზმი – (იტალ. manierizmo, maniera – ხერხი, მანერა), მე-16-17 საუკუნეების ევროპულ ხელოვნებაში დამკვიდრებული სტილური ნაირსახეობა, გვიანი აღორძინების ხანის გამოძახილი; გაჟღენთილი იყო მისტიციზმით და ექსტაზური რელიგიური ტონუსით. ატიკური სიცხადე და გაწონასწორებულობა ნელ-ნელა კარგავს თავის მიმზიდველობას და მის ადგილს იკავებს ელინიზმი, ნეოპლატონიზმი, ალექსანდრიული კულტურა. მატულობს ინტერესი ოკულტიზმისა და მაგიისადმი. მანიერისტული მსოფლაღქმა ყოფიერების დიალექტიკას განიხილავს როგორც იდუმალ, მაგიურ ანტინომიას (წინააღმდეგობრივობა კანონში). აქედან მომდინარეობს მანიერიზმის სუბიექტივიზმი, ირაციონალიზმი, სპირიტუალიზმი. მანიერიზმის ძირითადი ესთეტიკური კრიტერიუმი არის არა ბუნების მიბაძვა, არამედ მხატვრული სახის სუბიექტური „შინაგანი იდეა“.

მე-17 საუკუნის დასასრულს მანიერიზმის ადგილს იკავებს ბაროკოს სტილი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები