ანტინომია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტინომია — (ბერძნ. antinomia – კანონის წინააღმდეგობრივობა საკუთარ თავთან) – ფილოსოფიური ცნება, რომელიც გულისხმობს (ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით) ურთირთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი დებულების (მტკიცებულების) შეხამებას (ან ერთიანობას), ფილოსოფიური ანტინომიების გლობალური სისტემა შექმნა და ჩამოაყალიბა ი. კანტმა ნაშრომში „წმინდა გონების კრიტიკა“. ანტინომიზმი დამახასიათებელია რელიგიური ცნობიერებისათვის (წმინდა სამება „შეერთების გარეშე ერთიანია“ და „განუყოფლად განიყოფიან“, ქრისტეში მოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო – ადამიანური და ღვთაებრივი საწყისი). განსაკუთრებული სიმახვილით და განვითარებით გამოირჩევა ძენ-ბუდიზმი, სადაც პარადოქსული, ალოგიკური, ანტინომიური ფორმულები, ერთდროული „ჰო და არა“ იქცა ცნობიერების ვერბალურ-გონისმიერ მზადებად განვითარებისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. პარადოქსულ, ალოგიკურ და აბსურდულ ფორმულებთან ერთად, ანტინომიებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ჯერ სიმბოლიზმის და ავანგარდის, შემდგომ კი მთლიანად მოდერნისტულ ხელოვნებაში. ანტინომიები პირველად აღმოაჩინეს ძველმა ბერძენმა მოაზროვნეებმა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები