მანერიზმი (ხელოვნება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანერიზმი (იტალ. manierismo),
- 1. ხელოვნების სტილი, რომელიც გამოირჩევა რომელიმე ისეთი ხერხის, მანერის, გადამეტებულად გამოყენებით, რომლებიც ფორმალურად ნასესხებია დიდი ხელოვანის ან სკოლისაგან. ხასიათდება მანერულობით, ღვარჭნილობით.
- 2. გარდამავალი სტილი რენესანსსა და ბაროკოს შორის, ახასიათებს ნატიფი, მეტისმეტად წაგრძელებული მანერულად გრეხილი ფიგურების ასახვა. დასავლეთი ევროპის სახვით ხელოვნებაში გავრცელდა XVI–XVII საუკუნეებში.