მანევრული თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანევრული თავდაცვათავდაცვის სახეობა, რომლის მიზანია, მოწინააღმდეგისთვის ზარალის მიყენება, დროის მოგება და ტერიტორიის ნაწილის შესაძლო დაკარგვისას, საკუთარი ძალების შენარჩუნება. გამოიყენება, როგორც წესი, პოზიციური თავდაცვისთვის საჭირო ძალების და საშუალებების უკმარისობისას. თავდაცვის სამანევრო ფორმებს უძველესი დროიდან მიმართავდნენ.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ტაქტიკური მასშტაბით მრავალი ქვეყნის არმიის წესდებით იყო გათვალისწინებული. დაზიანების საშუალებების, მეტადრე ბირთვული და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოგონებამ, ჯარების მკვეთრად გაზრდილმა მანევრულობამ 70-იან წლებში მოითხოვეს გამოყენებული ყოფილიყო მანევრული თავდაცვის პრინციპები უკან დახევისას, ხოლო 80-იანი წლების დამლევს მანევრული თავდაცვა ოფიციალურად ცნეს თავდაცვის სახეობად ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.

მრავალი სახელმწიფოს არმიებში ასევე გათვალისწინებულია რაიონის თავდაცვასთან (პოზიციურ თავდაცვასთან) ერთად აწარმოონ მობილური თავდაცვა (მოძრავი თავდაცვა) რაც ფორმით და შინაარსით მანევრული თავდაცვის ანალოგიურია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები