მალავი
მალავი (Malawi – მალავის რესპუბლიკა) – სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ნიასას ტბა.
ფართობი – 1185,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა 15,6 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ინგლისური და ჩიჩევა (ჩინიანჯა, მალავის ენა).
დედაქალაქი – ქ. ლილონგვე.
ადმინისტრაციულად იყოფა 3 პროვინციად. არის ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება.
მალავი აგრარული ქვეყანაა.
საერთაშორისო აეროპორტებია: ლილონგვე, ბლანტაირ-ლიმბე.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 5,3 ათ. კაცი (2012), სახმელეთო-საჰაერო ჯარები, 5 ათ., სამხედრო-საზღვაო (ტბის ფლოტილია) 0,3 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.