მავრიტანია
მავრიტანია (In Mauritania – მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა) – სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ქვეყნას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.
ფართობი – 10,3 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 3,2 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი – ნუაქშოტი.
ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად და დედაქალაქის რაიონად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.
მავრიტანია დამოუკიდებელი ისლამური რესპუბლიკაა 1960 წლის 28 ნოემბრიდან. ეკონომიკის საფუძველია რკინის მადნის მოპოვება და მეთევზეობა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 15,9 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 15 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 0,3 ათ, სამხედრო-საზღვაო 0,6 ათ.. შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.