მაგნალიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგნალიუმიალუმინის შენადნობი მაგნიუმთან (1-13%) და სხვა ელემენტებთან (სილიციუმი, რკინა, სპილენძი). მანგანუმი ამაღლებს შენადნობის სიმტკიცეს. მოდიფიკატორად გამოიყენება ტიტანი. მაგნალიუმს ახასიათებს მაღალი პლასტიკურობა, კოროზიამედეგობა, კარგად ემორჩილება არგონორკალურ შედუღებას. შენადნობი მაგნიუმის დაბალი შემცველობით გამოიყენება ნაკეთობების დასამზადებლად ამაღლებული დეკორატიულობითა და სხივების არეკვლის საუკეთესი უნარით, ხოლო მაღალი შემცველობით – მცირედ დატვირთულ შენადუღ კონსტრუქციებში, რომლებსაც ხანგრძლივად უხდებათ მუშაობა ქიმიურად აგრესიულ გარემოში; უფრო მაღალი შემცველობისას – შენადუღ კონსტრუქციებში ფურცვლოვანი რეზერვუარების დასამზადებლად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები