ლატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლატა - (lata), სინდრომი, რომლის შემთხვევებიც მალაიელ ქალებზე იყო აღწერილი. მისი დამახასიათებელი ნიშნებია ექოლალია, ექოპრაქსია და პათოლოგიურად დამყოლი ქცევა. ასეთი მდგომარეობა, ჩველებრივ, თავს იჩენს შიშის განცდის შემდეგ.
სინონიმები
- „ბაა ტჩე“ (ტაილანდში);
- „იმუ“ (იაპონიაში მცხოვრებ აინის ტომებში);
- „მალი მალი“ (ფილიპინებზე);
- მერიაჩენიე (ციმბირში)