კოსტა-რიკა
კოსტა-რიკა - (Costa-Rica – კოსტა-რიკის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით – ატლანტის ოკეანე კარიბის ზღვით.
ფართობი - 51,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 4,2 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ესპანური.
დედაქალაქი - ქ. სანხოსე.
ადმინისტრაციულად იყოფა 7 პროვინციად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი საკანონმდებლო კრება.
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1821 წელის 15 სექტემბერს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ტროპიკული მიწათმოქმედება.
საზღვაო პორტებია: გოლფიტო, პუნტარენასი, ლიმონი.
საერთაშორისო აეროპორტის სან-ხოსე.
ოსტა-რიკას კონსტიტუციის მიხედვით არ გააჩნია შეიარაღებული ძალები. გასამხედროებული ფორმირებებია: სამოქალაქო და სოფლის გვარდია, სასაზღვრო დაცვა, პოლიცია.