კონკურენტული უპირატესობის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონკურენტული უპირატესობის თეორია - (theory of competitive advantage), თანამედროვე საგარეო ვაჭრობაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი თეორია, რომელსაც თანდათან ადგილს უთმობს შეფარდებითი უპირატესობის თეორია. ეს ახალი თეორია გასცდა წარმოების ხარჯების ანალიზს და აქცენტს ისეთ ფასეულობებზე აკეთებს, როგორიცაა ხარისხი, ნოუჰაუ, ბაზრისადმი ახლებური მიდგომა, ახალი დიზაინი, ახალი სახეობების პროდუქციის შექმნა და ა.შ.

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დღეს ყველაზე მომგებიანი ის დარგებია, რომლებიც აწარმოებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ტელეკომუნიკაციების მთელ სისტემას. მათ წარმატებას მსოფლიო ბაზარზე, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ინოვაციების დანერგვა და არა წარმოებრივი შესაძლებლობების ზრდა, ინტენსიური და არაექსტენსიური წარმოება. განვითარებული ქვეყნების წარმოების მატების 75%-დან 100%-მდე სწორედ ინოვაციების გამოყენებით მიიღწევა. ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად XXI საუკუნე მსოფლიოს სთავაზობს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები