კონგოს რესპუბლიკა
კონგოს რესპუბლიკა - (Congo – კონგო), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.
ფართობი - 342 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 3,6 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი - ქ. ბრაზავილი.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 მხარედ და დედაქალაქის კომუნად. სახელმწიფოსა და მთავრობის მე- თაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული გარდამავალი საბჭო (დროებითი პარლამენტი). დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1960 წლის 15 აგვისტოს.
კონგოს რესპუბლიკა აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია ნავთობის მოპოვება და ხის დამუშავება.
საზღვაო პორტებია: პუენტ-ნუარი, ბრაზავილი.
საერთაშორისო აეროპორტებია: ბრაზავილი, პუენტ-ნუარი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 11 ათ. კაცი, სახმელეთო ჯარები 8 ათ., სამხედრო-საჰაერო 1,8 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 1,2 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.