კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - (Congo - კონგო), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.
ფართობი - 2,345 მლნ. კმ2.
მოსახლეობა - 70,9 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი - ქ. კინშასა.
ადმინისტრაციულად იყოფა 11 მხარედ. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – კონსტიტუციური კრება. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1960 წლის 15 აგვისტოს.
კონგო აგრარული ქვეყანაა, განვითარებული სამთომოპოვებითი მრეწველობით (კობალტი, ალმასი, ოქრო, ბრინჯაო და სხვა) და ფერადი მეტალურგიით.
საზღვაო პორტი - პუენტ-ნუარი/
საერთაშორისო აეროპორტი- კინშასა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 130 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 124 ათ., სამხედრო-საჰაერო 3,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 2,5 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.