კოგნიტური თერაპია
კოგნიტური თერაპია - ფსიქოთერაპიის ერთერთი მიმართულება. კოგნიტური თერაპია იწყება ამერიკელი ფსიქიატრის, bekis (A.T. Beck) ნაშრომით, რომელიც უკმაყოფილო იყო დეპრესიული აშლილობის ფსიქოთერაპიული მკურნალობით და ამ მიდგომის ალტერნატივას ეძებდა. ბეკმა ყურადღება მიაქცია, რომ დეპრესიული პაციენტების აზროვნებაში ერთი და იგივე თემები იჩენდა თავს (მაგალითად, მარცხის თემა). მან ჩათვალა, რომ ამგვარი თემები დეპრესიული აშლილობის არსებით ნაწილს წარმოადგენს და აუცილებელია მათი შეცვლა შესაბამისი მეთოდის გამოყენებით. ბეკმა შექმნა ასეთი წარმოდგენების შეცვლის ორიგინალური მეთოდი.
კოგნიტური თერაპიის ჩამოყალიბება ამერიკელ ფსიქოლოგთა ერთ-ერთი ჯგუფის მოღვაწეობამაც განაპირობა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ოპერანტული განპირობების მეთოდის გამო, რომელიც ფსიქიკას „შავ ყუთად” განიხილავდა და უგულებელყოფდა გრძნობებსა და აზრებს. მაგალითად, მაიხენბაუმი თვლიდა (Meichenbaum, 1977), რომ ემოციური აშლილობის მქონე ადამიანების განმეორებითი აზრები დისტრესის შენარჩუნებას უწყობს ხელს და მათი მართვის მეთოდი შეიმუშავა.