კობალაძე კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კობა კობალაძე – დაიბადა 1969 წლის 7 ივლისს ქ. თბილისში. — სამხედრო პირი. თავდაცვის უმაღლესი სპეციალური წოდება გენერალ-მაიორი (2001). სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის „ოქროს სამკერდე ნიშანი“; სპორტის ოსტატი კრივში; სპორტის ოსტატი ხელჩართულ ბრძოლაში; საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი.
განათლება
- ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი (1996)
- ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობა (1999);
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1999).
- სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში (2001)
სამუშაო გამოცდილება
- კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი საწარმოს პრაქტიკანტი (1986-1987)
- სამხედრო სამსახური (სავალდებულო) (1987-1989)
- ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა: სხვადასხვა თანამდებობა (1991-1994)
- ქალაქ ფოთის კომენდანტი (1992)
- დასავლეთ ოპერატიული მიმართულების სარდალი (1999-2001)
- ოპერატიული მიმართულების კოდორის ხეობის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი (2001)
- სახმელეთო ჯარების სარდალი (2001)
- ეროვნული გვარდიის სარდალი (2001-2004)
- არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გენერალთა კლუბის დამფუძნებელი, პრეზიდენტი (2008-)
- თბილისის საკრებულოს წევრი (2012-2015)
- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (2016-)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, თბილისის №20 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სახელმწიფო ჯილდოები
- ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
- ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- მედალი „მხედრული მამაცობისათვის“
- მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი გენერლები
- სამხედრო მოსამსახურეები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები
- თბილისის საკრებულოს წევრები
- ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები
- ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსნები
- სპორტის დამსახურებული ოსტატები