მაიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაიორი (ლათინური magor – დიდი, უფროსი) – მრავალი სახელმწიფოს უფროსი ოფიცრის საჯარისო სამხედრო წოდება კაპიტნის სამხედრო წოდების შემდეგ. პირველად XVI საუკუნეში გაჩნდა ესპანეთსა და გერმანიაში. სამხედრო-საზღვაო ძალებში მაიორის სამხედრო წოდებას შეესაბამება სახომალდე წოდება III რანგის კაპიტანი.