კირიბატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კირიბატი - (Kiribati - კირიბატის რესპუბლიკა), სახელმწიფო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. შეიცავს 33 კუნძულს, მათ შორის - გილბერტის, ფენიქსის, ლაინის კუნძულებს.
ფართობი 811 ათ. კმ2.
მოსახლეობა 110 ათ. კაცი (2012)
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. ტარავა.
ადმინისტრაციულად იყოფა 6 ოლქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – კრების პალატა.
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1979 წელს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ტროპიკული მიწათმოქმედება და კორპის წარმოება. კირიბატს შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. მის თავდაცვაზე პასუხისმგებელია ავსტრალია და ახალი ზელანდია.