კვართის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვართის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხეხმელას დასავლეთით, სოფელ ხოვლეს სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,5X4,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, კრამიტი ჩრდილოეთ ქანობზე მთლიანად აყრილია, ხოლო სამხრეთ ქანობზე მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩამოცვენილია ლავგარდნის ქვები ოთხივე მხარეს, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გარედან 1 მ სიმაღლეზე მიწაა მიყრილი. ეკლესიას ორი შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი აქვს – ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე – დასავლეთ კედელში (ამოშენებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე გვერდზე – სწორკუთხა ნიში. ასეთივე სარკელებია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზის დასავლეთ კედელში სარკმლის თაღი ებჯინება კამაროვან გადახურვას. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები