კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდ. კავთურას მარჯვენა მხარეზე მონასელიანთ უბანში, მთა კატაულას სამხრეთ ფერდზე. თარიღდება VII-IX სზუკუნეებით.

აღწერილობა

სამეკლესიანი ბაზილიკა (10,8X7,658) ნაგებია ნატეხი ქვით ძლიერ დაზიანებულია; გვერდის ნავები თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული, სამხრეთი ნავის კედლები აქა-იქ მხოლოდ მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი, ძნელი გასარჩევია ჩრდილოეთი ნავის გეგმა. შედარებით კარგადაა შემონახული შუა ნავი, მაგრამ აქაც კედლების ზედა ნაწილები დაზიანებულია, სახურავი ჩანგრეულია, აღმოსავლეთი ფასადის ჩრდილოეთ მონაკვეთზე შერჩენილია ფიქალის ქვები, ორივე მხრიდან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. მეორე, უფრო ვიწრო კარი (ამოშენებულია) ჩრდილოეთ ნავში გადის, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით ერთი ნიში, ეკლესიაში კიდევ ორი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის კონქიცა და დარბაზის ნახევარწრიული კამარაც წვრილი ქვითაა ამოყვანილი, ინტერიერში, განსაკუთრებით აფსიდში, ყურადღებას იპყრობს წყობაში ცერად ჩასმული მოზრდილი ქვების მწკრივები, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობად აღიქმება.

ეკლესია მოგვიანებით შეულესიათ. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის წინ მდგარა VII ს-ის კატაულას სტელა (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები