ნავი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნავი – (ფრანგ. nef, ლათინურიდან navis - გემი), ტაძრის (უმეტესად ბაზილიკის) ერთ-ერთი გრძივი (ზოგჯერ, განივი) ნაწილი, სწორკუთხა გეგმიანი და ორმხრივ სვეტების ან ბოძების მწკრივით შემოფარგლული. ბაზილიკის შუა ნავი ჩვეულებრივ უფრო მაღალი და ფართოა, ვიდრე გვერდის ნავები და გარედან ორფერდა სახურავი აქვს. გვერდის ნავების სახურავები ცალფერდაა.