კართანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კართანა − ადგილი ფშავში, არაგვის ვიწრო ყელი, სადაც კლდეებს მდინარე შეებოჭათ და თითქოს გზაც გადაუღობავთ. ამ სახელს წარღვნის ადგილობრივი ლეგენდა უკავშირდება. დევებს ფშავ-ხევსურთა ამოწყვეტა განუზრახავთ და კართანასთან არაგვის შეგუბება დაუწყიათ. უბედურება ხალხს კოპალამ ააცილა. კოპალა დევებს ჯერ შავ მუშად დაუდგა, მათ ბნელ საქმეებს გაეცნო და მერე ყველა ამოწყვიტა. ასე იქნა აცილებული კართანასთან მდინარის შეგუბება.
მ. ჩიქოვანი