კარბამიდული წებო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარბამიდული წებო − (კარბამიდულ-მელამინური და შარდოვანა-ფორმალდეჰიდური) – წებოები, რომელთა გამყარება ხდება ნორმალურ და მაღალ ტემპერატურაზე. ნორმალურ ტემპერატურაზე გამყარებისას გამოიყენება სუსტი მჟავები (ლიმონის, შაველის, ძმრის), ხოლო გახურებულ მდგომარეობაში (120-180°C) გამყარებისათვის ხმარობენ ძლიერი მჟავის ამონიუმის მარილებს (ნიშადური, ამონიუმის სულფატი). შემავსებლად იყენებენ ხის ფქვილს, ცელულოზას, ლიტოპონს, პოლიმერების დისპერსიებს. კარგად იხსნება წყალში, ნაკლებად თბომედეგია, ამიტომ კარბამიდული წებო გამოყენება ელემენტებში, რომლებიც ხანგრძლივად არიან ჰაერზე, აკრძალულია. კარბამიდული წებოთი აწებებენ სხვადასხვა ხარისხის მერქანსა და მერქან-პლასტიკურ მასალებს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები