ნიშადური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიშადური (ამონიუმის ქლორიდი) – თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის კრისტალური ნივთიერება, რომელიც ამიაკისა და უწყლო მარილმჟავას ურთიერთქმედებით მიიღება. კარგად იხსნება წყალში. ტექნიკური პროდუქტი შეიცავს 98-99% ამონიუმის ქლორიდს და 1-2% ტენს. მრეწველობაში ნიშადურს იღებენ, როგორც თანაპროდუქტს ამიაკური ხერხით სოდის წარმოებისას. ნიშადურს იყენებენ მშრალი გალვანური ელემენტების წარმოებაში, მოკალვისა და რჩილვისას, ხის გადამამუშავებელ კომბინატებში კარბამიდის ფისების გასამყარებლად მაღალ ტემპერატურაზე, აგრეთვე მედიცინაში.