იძულებითი რხევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იძულებითი რხევასისტემის რხევა, რომელიც მიმდინარეობს გარე პერიოდული ძალის ზემოქმედების შედეგად. იძულებითი რხევის ამპლიტუდა ძლიერ არის დამოკიდებული ამ ზემოქმედების სიხშირესა და სისტემის საკუთარი რხევების სიხშირეს შორის არსებულ თანაფარდობაზე. იძულებითი რხევის ამპლიტუდას მკვეთრი მაქსიმუმი აქვს მაშინ, როდესაც ეს სიხშირეები ემთხვევა ერთმანეთს; ამ მოვლენას რეზონანსი ეწოდება.

იძულებითი რხევის დიფერენციალურ განტოლებას აქვს სახე:

1) გარემოს წინაღობის გაუთვალისწინებლად:
d2x/dt2 + k2x = hsin(pt + β).

მისი ამონახსნია: x = asin (kt+α)+ Izuleb005.png sin⁡(pt + y);

p – იძულებითი რხევის სიხშირეა; p=k – რეზონანსის მოვლენა.


2) გარემოს წინაღობის გათვალისწინებით:
d2x/dt2 + 2b dx/dt + k2x = hsin(pt+β).

მისი ამონახსნია: x=ae-bt sin⁡(k1t + α)+Izuleb015.png sin⁡(pt + β)

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები