იფლანდი ავგუსტ ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილჰელმ იფლანდი ავგუსტ

ვილჰელმ იფლანდი ავგუსტ – (გერმ. August Wilhelm Iffland, 1759-1814), გერმანელი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი. კოცებუსთან ერთად ითვლება გერმანული მდაბიორთა დრამის ყვლაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ამ ჟანრის ერთ-ერთ დამაარსებლად.

მისი, როგორც დრამატურგის დებიუტი შედგა 1781 წ ტრაგედიით „ალბერტ ფონ ტურნეიზენი“. სახელი გაითქვა მდაბიორთა დრამებით „პატივმოყვარეობით გამოწვეული დანაშაული“, „დაჯილდოებული მონანიება“, „საშუალო გზა – სათნოება“, „მარტოხელები“, „მონადირენი“. მისი პიესების წარმატება ძირითადად გაპირობებული იყო სცენის კანონების ღრმა ცოდნით, სცენური ეფექტების მოხერხებული გამოყენებით. ამ პიესებში მრავლად იყო კომედიური ელემენტები, მახვილგონივრულად მიგნებული ყოფითი დეტალები. მან საუკეთესო სცენური სახეები შექმნა თავისსავე პიესებში. თავისი თეატრალური გამოცდილება ასახა წიგნში „ჩემი თეატრალური ასპარეზი“.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები