იოაში (ისრაელის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოაში - (ძვ.წ. 801-786) – ისრაელის მეფე, იოახაზის ძე. იოაში როგორც მისი წინაპრები კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა, თუმცა წინასწარმეტყველი ელისეს მეგობარი იყო.

იოაშმა გაიმარჯვა არამელებთან სამ ბრძოლაში და დაიბრუნა წართმეული ტერიტორიები, როგორც ეს ელისემ უწინასწარმეტყველა. იოაშის მეფობისას დაირღვა იუდეისა და ისრაელის კავშირი. ისრაელის ჯარმა ბეთ-შემეშთან მთლიანად გაანადგურა იუდეის მეფის, ამასიას არმია და ტყვედ თავად მეფე ჩაიგდო შემდეგ იოაში დაიძრა იერუსალიმისკენ. დაანგრია ქალაქის კედლები და გაძარცვა უფლის ტაძარი. ისრაელში დაბრუნების შემდეგ იოაშმა გაანთავისუფლა ამასია და იუდეაში დააბრუნა.

იოაში ძვ.წ. 786 წელს გარდაიცვალა და ისრაელში მისი ვაჟი, იერობოამ II გამეფდა.




წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები