იერობოამ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იერობოამ II

იერობოამ II - (ძვ.წ. 786–746) – ისრაელის მეფე, იოაშის ძე. იერობოამ II-ის მეფობის პერიოდი ისრაელის სამეფოს ერთ-ერთ უბედნიერეს წლებად ითვლება, რადგან ქვეყანას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება დაუბრუნდა. იერობოამ II თავისი 40 წლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო ძველი ისრაელის ტერიტორიების აღდგენა და მტრის ხელში გოჯი მიწა არ დაუტოვია; მან დაიპყრო მოაბი და დაიმორჩილა არამის ნაწილი დედაქალაქ დამასკოს ჩათვლით. თავდაპირველად იერობოამმა იუდეაზე დაამყარა კონტროლი და იუდეველებისგან მძევლები აიყვანა. იერობოამი იუდეა-ისრაელის კავშირის და ძმობის მომხრე იყო და ამიტომ როდესაც არამელები დაიპყრო, მიწების ნაწილი იუდეას გადასცა.

იერობოამ II-ს მეფობის პერიოდში ძალიან განვითარდა ისრაელის ეკონომიკა, რასაც ხელს უწყობდა შიდა და გარე ვაჭრობა. ისრაელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვაჭართა სახელმწიფოსთან, ფინიკიასთან, რაც კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი იყო ეკონომიკის განვითარებისა.

იერობოამ II-ის მეფობისას ისრაელში კიდევ უფრო გაიდგა ფესვები კერპთაყვანისმცემლობამ. ხალხმა მრავალ ადგილას ბაალისა და აშთაროთის ბომონები ააგო. ძალიან განვითარდა მოლოხის კულტი, რომელსაც ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად.

იერობოამ II ისრაელში 40 წელიწადი მეფობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, ზახარიამ დაიკავა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები