ინდოეთ-პაკისტანის ომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდოელი ჯარისკაცები 1947-1948 წლების ომის დროს.

ინდოეთ-პაკისტანის ომები - სამი სამხედრო შეჯახება ინდოეთსა და პაკისტანს შორის მათი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1947).


პირველი ომი (1947–49) დაიწყო ქაშმირის (მთიანი ოლქი ჰიმალაისა და ტიბეტის საზღვარზე) მფლობელობის თაობაზე. გაეროს შუამავლობით 1949 წლის იანვარში დაიდო დროებითი ზავი და ქაშმირის ტერიტორია ორ სახელმწიფოს შორის გაიყო.


მეორე ომი (1965-66) პოზიციური ხასიათისა იყო. გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ იქნა სტატუს-კვოს შენარჩუნების პირობით.


მესამე ომი (1971) ყველაზე მასშტაბური იყო. მისი მიზეზი გახდა ინდოეთის ჩარევა აღმოსავლეთ პაკისტანში მიმდინარე სამოქალაქო ომში.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად პაკისტანი დამარცხდა, ხოლო აღმოსავლეთ პაკისტანი (ბანგლადეში) დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

ქაშმირის პრობლემის მოსაგვარებლად 1972 წელს ქ. სიმლაში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით ქაშმირის ინდურ და პაკისტანურ ზონებს შორის ახალი სადემარკაციო ხაზი დაწესდა. მიუხედავად ამისა, ვითარება ქაშმირში კვლავ დაძაბული რჩება. პერიოდულად მწვავდება სიტუაცია და ადგილი აქვს შეიარაღებულ შეტაკებებს.

დღეისათვის მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ინდოეთიცა და პაკისტანიც ბირთვულ იარაღს ფლობენ და აქტიურად ზრდიან თავის სამხედრო პოტენციალს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები