იელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იელი

იელი – (Rhododendron luteum Sweet = Azalea pontica L.);
ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae).
მეგრულად – იბლი, ივლი, ელი, ელიში, კოკა, ელიშია.

ფოთოლმცვენი ბუჩქია, 1-2 მ სიმაღლისა. ღერო სწორია და დატოტვილი, ფოთლები თხელია, მეტ-ნაკლებად შებუსული ზოგჯერ ჯირკვლოვანი ბეწვებითაც. ფოთლები ყვავილობის შემდეგ ვითარდება. ფოთლის ფირფიტა მოგრძო-ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ძირში შევიწროებული, 6-12 სმ სიგრძისა და 3-4.5 სმ სიგანის. ყვავილედი მრავალყვავილიანი მტევანია. ყვავილის მოკლე ყუნწი და ჯამი ძლიერ ჯირკვლოვანია. გვირგვინი ყვითელია,3-4.5 სმ დიამეტრის. გარედან ჯირკვლოვანი. ყვ. ნაყ. IV-VIII კახეთში ფართოდ არის გავრცელებული – მთისწინეთიდან სუბალპურ სარტყლამდე. იზრდება ტყის პირას, ნატყევარ ადგილებში, არის ბუჩქნარების შემადგენლობაში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა მშრალი, უტყეო რეგიონებისა.

ყვავილის გვირგვინის ფურცლები შეიცავს ეთერზეთებს. ფოთლები — გლიკოზიდების მსგავს შხამიან ნივთიერებებს – არეკოლინსა და ანდრომელოტოქსინს, ამ უკანასკნელს აქვს როგორც საერთო ნარკოტული, ასევე ადგილობრივი გამაღიზიანებელი თვისება. იელის ყვავილებისაგან ფუტკრის მიერ დამზადებული თაფლი მომწამვლელად ითვლება. თუმცა ასეთი თაფლისგან დასავლეთ საქართველოში ამზადებენ არაყს, რომელიც მავნებელი უკვე აღარაა.

ჩვენს ერამდე, კოლხეთს დასაპყრობად ეწვია ძველბერძენი სარდალი ქსენოფონტი ჯართან ერთად. მებრძოლების ყურადღება მიიპყრო არომატულმა თაფლმა, ვერ მოასწრეს მისით ტკბობა, რომ დაკარგეს გონება. მხოლოდ მეოთხე დღეს შესძლეს ფეხზე დადგომა, ყურად არ იღეს რა ადგილობრივი მაცხოვრებელების გაფრთხილება, რომ „შეშლილი თაფლია“ (შენგელია, 1983).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები