იგოეთის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგოეთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,85 X 4 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული და პირგათლილი მოზრდილი ლოდებით, წყობაში გამოყენებულია რიყის ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მცირე სიღრმის ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიში. კონქი ნაგებია რიყის ქვით. სატრიუმფო თაღი რიყის ქვისავე კონსოლებს ეყრდნობა. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა (შემორჩენილია ფერადი ლაქები). შეკეთების დროს სატრიუმფო თაღი კრამიტით ამოუყვანიათ (შემორჩენილია მისი სამხრეთი ნაწილი).




წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები