იარბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იარბა(რომ.) ბერბერიელთა მეფე, იუპიტერ-ამონის ძე.

ბერბერიელები ჩრდილოეთ აფრიკაში სახლობდნენ. მითოსის თანახმად, იარბამ მამა-იუპიტერს აუგო ასი ტაძარი და ასი საკურთხეველი. როდესაც ფინიკიიდან ლტოლვილი დიდონა აფრიკაში დასახლდა, იარბამ უბოძა მიწა, სადაც მან ქალაქი კართაგენი დააარსა. იარბას უყვარდა დიდონა, მისგან უკუგდებული კი კართაგენის დარბევით იმუქრებოდა. როდესაც ენეასის ხომალდები ქარიშხალმა კართაგენს მიაყენა, დიდონამ შეიფარა გმირი და შეიყვარა. მიეთ-მოეთის ღმერთქალმა ფამამ ეს ამბავი იარბას ამცნო. მეფემ მამა-იუპიტერს მიმართა ვედრებით, დაესაჯა დიდონა. ენეასმა განიზრახა მიეტოვებინა შეყვარებული ქალი და იტალიისკენ მიმავალ გზას დასდგომოდა. სასოწარკვეთილმა დიდონამ თავი მოიკლა (დიდონა). შურისმაძიებელმა იარბამ არ დაინდო დიდონას დაც, ანა პერენა და აფრიკიდან გააძევა. ანა იტალიაში ჩავა, სადაც ენეასი შეიფარებს. იქ კი მისი მეუღლის, ლავინიას, ეჭვიანობით გაბეზრებული მდინარეში გადაეშვება და ამ მდინარის ნიმფად გარდაისახება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები