თუშოლ-ქოთემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუშოლ-ქოთემ-ი || -ქოთამ-ი (ინგუშ. Тушол-котэм || -котам – „თუშოლის ოფოფი“) – ქალღმერთ თუშოლის ოფოფი, უზენაესი ღმერთის შიკრიკი ინგუშურ მითოლოგიაში; მიეწერება ზღვის წარმოქმნაც. გადმოცემის თანახმად, ერთმა ღვთისმოსავმა კაცმა, რომელსაც ცხოველები და ფრინველები ემორჩილებოდნენ და რომელმაც მათი ენაც კი იცოდა, ღმერთს თავისი ლაშქრისთვის წყალი სთხოვა. უზენაესმა მასთან ოფოფი გაგზავნა. იმ ადგილზე, სადაც ფრინველმა მიწის ჩიჩქნა დაიწო, წყალი ამოვიდა. ლაშქარმა წყურვილი მოიკლა, მაგრამ წყლის დენა არ შეწყვეტილა, იგი გამუდმებით მატულობდა და მალე დიდი ზღვა გაჩნდა.

აპრილის ანუ თუშოლის თვეში, თბილი ქვეყნებიდან ოფოფის დაბრუნების დროს, როცა ხვნა-თესვა და საძოვარზე საქონლის გარეკვა იწყებოდა, ინგუშები თუშოლის სახელობის დღეობას აღნიშნავდნენ. საინტერესო ჩანს ტერმინი ქოთემი || ქოთამი „ქათამი“, „დედალი“: არის რა ნაყოფიერებისა და შვილიერების ქალღმერთის, თუშოლის, ატრიბუტი, თავად ოფოფიც ნაყოფიერებასთან ჩანს დაკავშირებული.


ლიტერატურა

  • Море // Антология ингушского фольклора. Т. I. Нальчик, 2003;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. // Терский сборник. Вып. 3. Кн. 2. Владикавказ, 1893;
  • Шиллинг Е. Кудьт Тушоли у ингушей. Орджоникидзе, Грозный, 1935.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები