თუტმოს III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუტმოს III

თუტმოს III (თოტმეს III) – (1479-1425) ძველი ეგვიპტის უდიდესი სამხედრო და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავ სტრატეგად არის მიჩნეული. მას შესაძლოა მომცრო ტანის გამო, ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ძველი ეგვიპტის ნაპოლეონს“ და, ასევე, როგორც „ენიგმატურ ფარაონს. მისი ბიოგრაფია თავისებურად გამორჩეულია ეგვიპტის ფარაონების გრძელ მწკრივში.

თოტმეს II-ის გარდაცვალებისათვის თოტმეს III ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ამიტომ რეგენტობა მისმა დედინაცვალმა, ხატშეპსუტმა იტვირთტა. თვითონ თოტმეს III-ის დედა იყო თოტმეს II-ის „მეორე რიგის ცოლი“, არასამეფო წარმოშობის მქონე ისიდა, (ხოტშეფსუტისაგან თოტმეს II-ს დარჩა მხოლოდ ქალიშვილი ნეფრურა), ამიტომ თოტმეს III-ის მდგომარეობა არ იყო მტკიცე, მით უფრო ისეთი რეგენტის ხელში, როგორიც იყო ხოტშეპსუტი, თუმცა პოზიციების გასამტკიცებლად ისიც, მამის მსგავსად დედოფლის ქალიშვილზე, ნეფრურაზე დააქორწინეს.

პირველ ხანებში ხოტშეფსუტი არ სცილდებოდა თავის უფლებებს, მაგრამ თოტმესის გამეფების მეშვიდე წელს თავი ეგვიპტის ფარაონად გამოაცხადა. ამის შემდეგ ორი მეფე თითქოსდა გვერდიგვერდ მეფობდა, მაგრამ რეალურად ძალაუფლება ხოტშეპსუტის ხელში იყო. გამეფებიდან მეთექვსმეტე წელს ხოტშეპსუტი ქრება არენიდან და თოტმესი ისევ იბრუნებს ტახტს.

თოტმესის „ხელმმეორედ გამეფების“ შემდგომი 20 წელი ასევე უჩვეულოა, რადგან ამ მონაკვეთში მან 17 წარმატებული სამხედო კამპანია ჩაატარა აზიაში და რამდენიმე - ნუბიაში. მეფობის დაახლოებით მეორმოცე წელს (თოტმეს III-ის მეფობის წლებს მისი ტახტზე პირველად ასვლის წლიდან ითვლია) თოტმესმა დაიწყო თავისი აზიური კამპანიების ღწერის მოთავსება კარნაკის ტაძრის კედელზე. ეს ანალები, რომლებიც 223 სტრიქონს მოიცავს, შესრულებულია თოტმესის მემატიანის, ჩანინის მიერ (რეალური ისტორიული პიროვნება, რომლის სამარხი ნაპოვნია).

თოტმესის დროისათვის აზიაში ორი დომინირებული ძალა იყო გამოკვეთილი. ცენტრალურ ანატოლიაში მომძლავრებული ხეთების სამეფო მიიწევდა სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიისკენ, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში აღზევდა კიდევ ერთი ექსპანსიური სახელმწიფო - მითანი. ანგარიშგასაწევი იყო ასევე ისეთი ქალაქები, როგორიც იყო ქადეში, მეგიდო და ტუნიპი. ახალი სამეფოს ეგვიპტელები იაზრებდნენ პოტენციურ სშიშროებას აზიიდან და იცნობდნენ იქაურ გეოპოლიტიკურ სტრუქტურას, რაც ჩანს იახმესის, ამონხეტეპ I-ის და თოტმეს I-ის აზიურ ლაშქრობებიდან., მაგრამ თოტმეს III-ის ლაშქრობებამდე ოცდაათი წლის განმავლობაში აქ არავითარი ეგვიპტური აქტივობა არ არის დაფიქსირებული.

მეორედ გამეფებიდან თვენახევრის შემდეგ თოტმესმა, დიდი არმიის სათავეში, გადალახა ეგვიპტის საზღვარი და იერიში მეგიდოზე მიიტანა. შესანიშნავი სტრატეგიული გეგმის წყალობით (გაატარა ჯარი ვიწრო და საშიშ გადასასვლელში მთებს შორის, რასაც მოწინააღმდეგე არ ელოდა, იგი პირდაპირ ქანაანის ძალების არიერგარდში აღმოჩნდა. დამარცხებულმა ჯარმა დაიხია მეგიდოში, მაგრამ შვიდთვიანი ალყის შემდეგ თოტმესმა ქალაქი აიღო.

ამ კამპანიამ ძირფესვიანად შეცვალა პოლიტიკური ვითარება აზიაში. თოტმესმა მოიპოვა კონტროლი მთელ ჩრდილოეთ ქანაანზე და სირიელი უფლისწულები იძულებული გახდნენ გაეგზავნათ ეგვიპტეში ხარკი და შვილები მძევლებად. ბაბილონის, ასურეთის და ხეთების მეფეებმა კი თოტმესს საჩუქრები გაუგზავნეს. ამის შემდეგ იგი ყოველ წელს აწყობდა ლაშქრობებს, ჯახუში დააყენა გარნიზონი, რომლითაც უზრუნველყო უპრობლემო და სწრაფი საზღვაოსნო მიმოსვლა ეგვიპტესა და სირიას შორის. მან ძალზე გაზარდა ეგვიპტის ფლოტიც. ბიბლოსში აგებულ გემებს, რომლებიც საჭიროების მიხედვით ოთხთვალებით გადაჰქონდა ხმელეთზე „შემდეგ“ მდინარემდე, რითაც ძალზე აჩქარებდა არმიის გადანაცვლებას. ამგვარი ხერხით მეშვიდე ლაშქრობის დროს მან სწრაფად გადაცურა ევფრატი და მოულოდნელად დაესხა თავს მითანის მეფეს. ამ უკანასკნელმა დაიხია ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე სტეპების სიღრმეში, მაგრამ თოტმესმა დააყაჩაღა ქვეყანა და ბაბუის თოტმეს I-ის მსგავსად აღმართა სტელა ევფრატის სანაპიროზე, მეფობის 35-ე და 42-ე წლებში მან კვლავ დაამარცხა მითანის ჯარი, გამოგზავნილი მითანის მეფის მიერ სირიის ქალაქებიდან ეგვიპტელთა გასაძევებლად. ამის შემდეგ ბრძოლა ამ ორ თავისი დროისთვის ყველაზე მძლავრ სახელმწიფოს შორის შეწყდა.

ნებიაში თოტმესმა მიაღწია კაროის, მეოთხე ჭორომის სამხრეთით და ამ ტერიტორიაზე ჩაუყარა საფუძველი ფორტიფიცირებულ ქალაქ ნაპატას. ასე სამხრეთით არ ჩამოსულა არც ერთი ეგვიპტელი ფარაონი.

თეტმოსის რკინისებური ნებისყოფა და ენერგია იგრძნობოდა ქვეყნის მართვაშიც. ბევრ ცენტრალურ თანამდებობაზე მან დანიშნა მასთან პირადად დაახლოებული პირები, რომლებიც სამხედრო კომპანიებში გამოსცადა. ქვეყნის მთავარი ვეზირის თანამდებობა თეტმოსმა ორად გაყო - ამიერიდან ეგვიპტეს ორი, ჩრდილოეთის და სამხრეთის ვეზირი ჰყავდა - უკეთესი მეთვალყურეობისათვის.

თოტმესი ფართო სამშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. ძირეულად გადააკეთა კარნაკის ტაძარი, რომელსაც პირველმა მისცა გრანდიოზულობის ელფერი. თოტმესამდე ტაძარს, რომელიც ძირითადად ღია ეზოებისაგან შედგებოდა დაახლოებით ერთი ჰეკტარი ფართობი ეკავა, მან კი 1,6 ჰეკტარამდე გაზარდა. მან გადახურა ეზოები და სვეტები შემოავლო მათ, აიგო რამოდენიმე პილონი. მისი კომპანიების შედეგად ეგვიპტეში ისეთ აურაცხელი სიმდიდრე შემოვიდა, რომ მან კარნაკში ორი ელექტრუმის ობელისკი აღმართა, რომლებიც სხვა აურაცხელ სიმდიდრესთან ერთად გაიტაცეს ასურელებმა, როცა XXV ნუბიური დინასტიის ფარაონის, ტანტამანის (ჩვ.წ-მდე 644-657) დროს ასურბანიფალის მიერ თებეს ცნობილი დაყაჩაღება მოხდა. თითო ობელისკი დაახლოებით 43 კგ.-ს იწონიდა.

თოტმესმა ასევე აღმართა ორმოცდაათამდე ტაძარი მთელ ეგვიპტეში. თავისი მოსახსენიებელი ტაძარი აიგო დიერ-ელ-ბაჰარიში, მონტეხუტეპის და ხატშეპსუტის ტაძრებს შორის, სამარხი - მეფეთა ველზე, მისი მუმია აღმოჩენილია გიერ-ელ ბაჰარის სამალავში.


წყარო

ხვედელიძე ნანა, ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები