თმოგვის კანიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თმოგვის კანიონი – კანიონი მდინარე მტკვრის ხეობაში, ჯავახეთის ზეგანსა და ერუშეთის მთიანეთს შორის, ასპინძის მუნიციპალიტეტში. მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს კლდეზე აღმართულია შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი თმოგვის ციხე. ციხესთან კანიონის სიღრმეა 400-500 მ.